საგანგებო სიტიუაციების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც,
სავარაუდოდ, ტანსაცმლის საწყობი იწვოდა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა შენობაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.

















