საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ
და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რიგით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.
ცენტრში მოსახლეობა 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისის მიღებას შეძლებს. გარდა ამისა, მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი.
ცენტრში კახეთის რეგიონში მეთორმეტეა.

















