logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დაგეგმილი პროექტების დროულად დაწყების მიზნით მერიამ საკრედიტო ხაზის გახსნაზე საკრებულოსგან თანხმობა მიიღო
დაგეგმილი პროექტების დროულად დაწყების მიზნით მერიამ საკრედიტო ხაზის გახსნაზე საკრებულოსგან თანხმობა მიიღო
19:20 12.02.2019
თბილისის მერიამ კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოსგან თანხმობა მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის მთავრობას საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გამოყოფამდე დაიწყოს.

როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აღემატება და ის დამატებით, 100 მილიონი ლარით გაიზრდება, თუმცა ვინაიდან ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გამოყოფას „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება სჭირდება, საკრედიტო ხაზის გახსნაა საჭირო, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად დაიწყოს და ზაფხულის პერიოდში წარიმართოს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულომ მხარი დაუჭირა საკრედიტო ხაზის შექმნის გადაწყვეტილებას, რომელიც დედაქალაქის მერიას საშუალებას აძლევს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები დროულად, ტრანსფერის გამოყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურების დასრულებამდე დაიწყოს. მერია დაიწყებს ბანკებთან პირობების გამოკითხვას. ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებს, საკრედიტო ხაზის გახსნა მასთან მოხდება. ამგვარად, აღარ მოგვიწევს, დაველოდოთ საბიუჯეტო ცვლილებებს ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ. ეს გეგმარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქტიური სარეაბილიტაციო ფაზა შედარებით წყნარ პერიოდს, ზაფხულის სეზონს უნდა დაემთხვეს.
მნიშვნელოვანია, რომ ტენდერების გამოცხადებას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, წელს დედაქალაქს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ბიუჯეტი აქვს.

„ამ დრომდე თბილისის ბიუჯეტი მილიარდი ლარიც არ ყოფილა, წელს კი უკვე მილიარდ ას მილიონზე ავდივართ. ამ ბიუჯეტით ქალაქში ძალიან მასშტაბური სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერიისთვის საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში დღეს იმსჯელეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა