საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბაქოს სახელმწიფო ფილარმონიაში ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვოკალისტთა გალა-კონცერტი გაიმართა
, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური თეატრისა და კვარტეტის „ნოტას“ მომღერლები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველმა ვოკალისტებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი რეპერტუარი, როგორც საოპერო ხელოვნების ნიმუშები, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების თანამედროვე კომპოზიციები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ მიმართა.
ელჩმა ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობას მრავალრიცხოვანი კულტურული სახის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ორივე ქვეყანაში განაგრძობენ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიწვევით, გალა-კონცერტს ესწრებოდნენ ქ. ბაქოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები.

















