„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატარიარქს ილია II-ეს ანგელოზის დღე მისი მშობლიური ყაზბეგიდან მიულოცეს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამასახურიდან აცნობეს გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სადღესასწაულო წირვას სტეფანწიმნდაში ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დაესწრნენ.
„ყაზბეგიდან ვულოცავთ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს ანგელოზის დღეს. 35 წელია, რაც პატრიარქი უმძიმესს ჯვარს ღირსეულად ატარებს. ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა და მალე გვენახოს მშვიდობიანი და ერთიანი საქართველო” - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წირვის დასრულების შემდეგ მოძრაობის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და მრევლს გაესაუბრნენ.

















