logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, ავარიული კორპუსის გამაგრება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი
ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, ავარიული კორპუსის გამაგრება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი
12:12 10.02.2019
ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, მესამე კვარტალში, N13 კორპუსის გამაგრებას დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს და კორპუსის გამაგრების სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს.

გალაქტიონ ბუაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მერია შენობის გამაგრებას აღარ აპირებს. მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია და პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 600 000 ლარს შეადგენს.

„აღნიშნული შენობა ავარიულია, დაახლოებით მესამე კატეგორიის დაზიანებები გააჩნია. რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დაწყებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვაპირებთ. ეს იქნება გარდამავალი პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მასშტაბურია. კორპუსი ხუთ სადარბაზოს მოიცავს. სრულიად გაურკვეველია, რატომ გაჩნდა აზრი, თითქოს დედაქალაქის მერია შენობის რეაბილიტაციას არ აპირებს. პროექტის დასრულება 2020 წელს იგეგმება. თუმცა დაზუსტებულ ვადებს და ბიუჯეტს მას შემდეგ დავსახელებთ, როცა უკვე სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

მისივე განმარტებით, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიის პრიორიტეტად რჩება, თუმცა მასშტაბურობიდან გამომდინარე, თბილისში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრების სამუშაოები ერთდრულად ვერ განხორციელდება.

გალაქტიონ ბუაძის თქმით, შენობების შერჩევა მათი ავარიულობის და მასშტაბურობის მიხედვით ხდება, რეაბილიტაციის დაწყებამდე კი გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის, სპეციალურ ექსპერტიზას გადის.

„ავარიული შენობების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება და ამისთვის სპეციალური პროგრამაც გაგვაჩნია. როგორც კი მოსახლეობისგან ან ამხანაგობებისგან მივიღებთ შეტყობინებას ავარიული შენობის შესახებ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია მყისიერად ახდენს პირველად, ვიზუალურ შეფასებას. ამის საფუძველზე ხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. ყველა ეს პროცედურა არის დაცული და პრიორიტეტების მიხედვით ვმუშაობთ. რეაბილიტაციის ყველა პროექტი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ სპეციალურ ექსპეტიზას გადის. ამის შემდეგ ტენდერი ცხადდება და სამუშაოების შესრულებაც იწყება.

თუ ნახავთ სტატისტიკას, დედაქალაქში რა რაოდენობის ავარიული შენობაა, რომელიც ათეულობით წლების წინ აშენდა, მიხვდებით, რა მასშტაბების სამუშაოებზეა საუბარი. ყველა შენობის ერთდროულად რეაბილიტაცია არარეალისტურია. შესაბამისად, დედაქალაქის მერიაც სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს და ამა თუ იმ შენობის რეაბილიტაციას მისი კრიტიკულობის და მასშტაბურობის გათვალისწინებით ახდენს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა