logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პატრიარქი - ხელი, რომელსაც სხვას უწვდით, ცარიელი არასდროს დარჩება
პატრიარქი - ხელი, რომელსაც სხვას უწვდით, ცარიელი არასდროს დარჩება
14:16 02.08.2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, განწყობის თეორიასა და სიკეთის მნიშვნელობაზე იქადაგა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს უდიდესი დღესასწაულია. პატრიარქის თქმით საოცარი სიტყვაა ილია, რადგან ერთ სახელში, ერთ სიტყვაში ღმერთია. მისივე თქმით, უფლის ძალას ყველგან გრძნობდა და ის მთელ საქართველოს ყოველთვის მფარველობდა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ქართველი ადამიანი საოცრად უბრალოა და ამავე დროს დიდია, ის მოაზროვნეა, მაგრამ ნაკლებად ვაზროვნებთ.
„აზროვნების შესახებ ჩვენს წინაშე საოცარი მიღწევა დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაა“. მასში ასახულია, თუ როგორ უნდა განვეწყოთ ისე რომ სიკეთე ვაკეთოთ, თუ როგორ უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ბევრი შვილი გვყავდეს და როგორ მივაღწიოთ იმ განწყობას, რომ მეცნიერება ჩვენი თანამგზავრი და იმედი იყოს“ - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, გენიალურმა მეცნიერმა, ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა დიმიტრი უზნაძემ განწყობის თეორია აღმოაჩინა, მაგრამ ქართველი ადამიანი მას ვერ იყენებს.
„ჩვენ თვითდინებას ვართ მიცემული. არ შეიძლება ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყოს. მან ბევრი უნდა იფიქროს, ახალი იდეები შვას და ამით ღმერთის უსასრულობას დაუახლოვდეს“ - აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ ის მოსახლეობისთვის აზროვნებაში და სრულყოფის პროცესში დახმარების იდეით გამოდის.
მისივე თქმით „განწყობის თეორიას“ ძეგლი უნდა დაედგას.
„მე უკვე წარმოდგენილიც მაქვს პირამიდა, რომელიც ოქროს ისრით მთავრდება. აღნიშნული ძეგლი გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ სიკეთე ვაკეთოთ, რადგან, როცა ადამიანი ცუდ საქმეს აკეთებს, ცუდი მასვე უბრუნდება“-ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ საქართველოს უფალი ბევრ კეთილისმყოფელ ადამიანს უგზავნის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში მყოფ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ქართველი ერისთვის გაკეთებული დიდი საქმეებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა იმისთვის, რასაც ქართველი ერისთვის აკეთებთ, რამდენი ადამიანი აგიშენებიათ, რამდენისთვის ხელი გაგიწვდიათ. მინდა გითხრათ, რომ ხელი, რომელსაც სხვას უწვდით, ცარიელი არასდროს დარჩება“ - ბრძანა პატრიარქმა და ქადაგების დასასრულს მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. 2 აგვისტო ასევე პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეცაა. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 20:00 საათზე საპატრიარქოს ეზოში ღონისძიება გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა