logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
20:57 02.03.2018
თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის პრეზენტაციას მართავს. დაფინანსების ახალი წესი ადგილობრივ მოსახლეობას დიდუბის რაიონის გამგეობამ გააცნო, რომელსაც აღნიშნული რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საკუთარი ინფრასტრუქტურული საჭიროებები 100%-ით დაუფინანსდება, ხოლო მოსახლეობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს, რომელსაც საერთო ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოახმარს. ახალი წესის მიხედვით, გამგეობა დაფინანსებას ტენდერის მეშვეობით ახორციელებს, ხოლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. სამუშაოთა მიმდინარეობაზე ზედამხედველობას განახორციელებს და შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას ადასტურებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. იმისთვის, რომ ამხანაგობამ დაფინანსება მიიღოს, საჭიროა, გამგეობაში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს, ჩაატაროს კრება და პრიორიტეტული სამუშაოების რიგითობა განსაზღვროს. საერთო კრების ოქმის საშუალებით, ამხანაგობა საერთო ქონების ექსპლუატაციისთვის აუცილებელ ხარჯებს განსაზღვრავს და ამხანაგობის ანგარიშზე განათავსებს. ამხანაგობა ასევე, შეიმუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, გამგეობას განცხადებით მიმართავს და საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების შეკითხვებს უპასუხა და მათ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა. დიდუბის რაიონის გამგეობაში სულ 677 ამხანაგობაა რეგისტრირებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა