დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ქალთა
საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალბატონებს შორის მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილე 17 გუნდი დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის პედაგოგებით, ახლგაზრდებითა და დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრებით იყო დაკომპლექტებული. ღონისძიებას დიდუბის რაიონში მცხოვრები წარმატებული ქალბატონები ესწრებოდნენ, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ „მომავლისათვის“ წარმომადგენლებმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ სიგელებით, ყვავილებითა და ვაუჩერებით დააჯილდოვა.

















