დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩის N29-სა და იამანიძის ქუჩის N6-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
დასრულდა. ასფალტის ახალი საფარი ასევე, დაიგო იამანიძისა და ბათუმის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წერეთლის გამზირის N69-71-ში ახალი მოსასვენებელი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სათამაშო მოედანი განთავსდება, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ტერიტორია კი, სხვადასხვა სახეობის მცენარით გამწვანდება. დიდუბის რაიონში შვიდ მისამართზე ასევე, სკვერებში არსებული დაზიანებული ინვენტარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. რაიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის რაიონის პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა პაპუაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო.

















