დიდუბის რაიონში არსებულ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ბადმინტონის ტურნირი - „დიდუბე 2018“
გაიმართა. ტურნირი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 6-დან 18 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. თითოეული გუნდი შედგებოდა 8 მოთამაშისგან. თამაშები ოლიმპიური სისტემით, ბადმინტონის ტურნირების სტანდარტული წესების თანახმად ჩატარდა, ხოლო მსვლელობა და თამაშის წესები მსაჯების მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით წარიმართა. ტურნირში გამარჯვება 130-ე სკოლამ მოიპოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დიდუბის რაიონის გამგეობამ სიგელები, თასები, მედლები, სპორტული ინვენტარი და ვაუჩერები გადასცა.

















