დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო
ღონისძიება გაიმართა. გასართობი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. მოეწყო საპნის ბუშტებისა და ფოკუსების წარმოდგენა, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის მომღერლები და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები. დასკვნით ეტაპზე, სანტა კლაუსი სცენაზე მარხილით დაეშვა და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

















