დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ცნობიერების ამაღლების კამპანია სახელწოდებით - „ყველა
ბავშვი სკოლაში“ გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდაზე, ბავშვის განათლების უფლებასა და მისი დარღვევის შესახებ იმსჯელეს. ასევე, ინკლუზიური განათლების განვითარებაზე, დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე, ბულინგსა და ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართული უწყებების თანამშრომლები, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. კამპანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) თანამშრომლობით ხორციელდება.

















