დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო
ღონისძიება - „მე ვსწავლობ“ გაიმართა. დიდუბის რაიონში მდებარე 12 საჯარო და კერძო სკოლის 300-მდე მოსწავლისთვის სამი დღის განმავლობაში სპეციალური სწავლება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში, დარგის სპეციალისტებისგან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიეღოთ.
მოსწავლეები დაზგაზე ქსოვის, ბატიკისა და ქარგვის სპეციფიკას გაეცნენ. ასევე, მოისმინეს ფლორისტიკასა და ორნითოლოგიასთან დაკავშირებული თეორიული მასალა და პრაქტიკული ცოდნაც მიიღეს. სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოს გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

















