დიდუბის რაიონის გამგეობა ნოდარ ბოხუას ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში,
კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული საფარი მოხსნა და ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა. 4000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოეწყო ბორდიური, ხოლო ტროტუარზე ასფალტის საფარის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 7“ აწარმოებს.
აღნიშნული პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

















