logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კალაძე: ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია
კალაძე: ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია
18:07 07.02.2019
ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებაზე ინტერესთა გამოხატვას. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. პირველი ინტერესთა გამოხატვა ჩვენ უარყოფითი შედეგით დავასრულეთ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომელთაც ასე თუ ისე ინტერესი გააჩნიათ. მოვისმინეთ მათგან რა პრობლემებს ხედავდნენ, შესაბამისად, დაიხვეწა ეს პირობები და პირადად ჩემი და მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ ამჯერად ინტერესთა გამოხატვას მოჰყვეს მაღალი ინტერესი, ეს პროექტი შედგეს და იგი გახდეს ერთ-ერთი საპილოტე პროექტი.
3 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 75 ათასი კვადრატული მეტრი. ინტერსთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო მეტი ფართის გადაცემას დაპირდება თბილისის მერიას. მინიმალური შეთავაზება 7500 კვადრატული მეტრიდან დაიწყება. იმედი მაქვს, ეს შეთავაზება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტი კორპუსი ჩავანაცვლოთ.

ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მერიის ვებგვერდზე ინვესტორის განყოფილებაში. თუ ვინმესთვის ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი და დამატებითი დეტალების დაზუსტება გახდება საჭირო, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს”, – განაცხადა კახა კალაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა