logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია
კახა კალაძე: ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია
14:13 07.02.2019
„ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვერეს ხეობის რევიზია განხორციელდა და დადგინდა, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული.

„ერთი ობიექტი იყო სასწრაფო დახმარების ცენტრთან ახლო, ახალ გზასთან; მეორე იყო გვირაბიდან გამოსასვლელ გზასთან, რომელიც განსაკუთრებული რეკრეაციული ზონაა და ორი ობიექტი იყო „იკეას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ორზე გავაუქმეთ ნებართვები, რადგან არასწორად იყო გაცემული - არ შეესაბამებოდა იმ სტატუსს, რასაც ის მიწები ითვალისწინებდა, ხოლო რაც შეეხება ორ შენობა-ნაგებობას - ერთი არის სავაჭრო ცენტრი და მეორეა სასტუმრო. ეს ორი პროექტი შეთანხმებული იყო, თუმცა ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში შემცირდა მოცულობა - დაახლოებით 30 000 კვადრატი უნდა აშენებულიყო და 20 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში გასწორდა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნდეს“ - განმარტა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებობს დასკვნები, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს.

„13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ამ საკითხში ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც პირდაპირ მიგვითითეს, რომ აუცილებელი იყო გარკვეული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ვერეს ხეობის კალაპოტში ნატანდამჭერი ცხაურების დამონტაჟება და განგაშის სისტემა, რომელიც მიწა ჩამოშლის შემთხვევაში მოგვცემდა სიგნალს. ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა და პროექტები განხორციელდა“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა