logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ: საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ამას გავაგრძელებთ
გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ: საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ამას გავაგრძელებთ
14:04 07.02.2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამინისტროს

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მობილიზებულია სამინისტროს და მეგობარი უწყებების რესურსები.

"მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე,ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ. ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის. როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა