logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად
მიხეილ ბატიაშვილი: ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად
13:56 07.02.2019
„მაღალი ხარისხის განათლება იწყება მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პრაქტიკა, როდესაც მეცნიერებას არ აღიქვამდნენ პრიორიტეტად . რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდები. ამ მიმართულებით წელს უკვე 32 მილიონი ლარი გამოყოფილი. რეფორმა გულისხმობს ერთიან ევროპულ სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას და თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მეცნიერებს ჰქონდეთ წვდომა ევროპულ ინსტიტუციებთან,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.

განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. მინისტრის თქმით, EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში, ხოლო საქართველოს, უცხოელი სტუდენტების მოიზიდვაში შეუწყობს ხელს.

„სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას“- განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.

ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).

მინისტრი იმედოვნებს, რომ კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით გაიზრდება. მათი ბენეფიციარები კი სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან.

განათლების რეფორმა გულისხმობს ინტერდისციპლინური მიდგომებს განათლების ყველა მიმართულებას შორის, მათ შორის, მოსწავლეების ჩართვას სამეცნიერო პროექტებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა