პროფესიული გადამზადების ცენტრებსა და კოლეჯებში გადამზადების მსურველ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 1 000 ლარიანი ვაუჩერების მიღება 20 მარტიდან შეეძლებათ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიგა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მსურველებმა 20 მარტიდან განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებს უნდა მიმართონ და 1000 ლარიანი ვაუჩერი აიღონ.
ვაუჩერის განაღდება შეუძლებელია, თუმცა, პროფესიული გადამზადების ნებისმიერ კოლეჯში მისი გამოყენება შესაძლებელია. ვაუჩერის მფლობელი 1 000 ლარიან სერვისს მიიღებს.
გარდა სოციალურად დაუცველებისა, 5 აპრილის შემდეგ, ანალოგიური სერვისით სარგებლობის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, თუმცა, მათ ამისთვის უნარ-ჩვევებში გამოცდა უნდა ჩააბარონ. თუ მოქალაქე გამოცდას არ ჩააბარებს, 30%-იანი თანადაფინანსება მოუწევს.

















