მარნეულის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების ჩასატარებლად შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მარნეულის სერვისცენტრში 30 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში სრულად ჩაერთვება.
სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“ 200 ჰექტრადმდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უკვე დაამუშავა, სამუშაოები გრძელდება სოფელ კირიხლოში, სადაც კომპანიის 3 ერთეული ტრაქტორით მოხდა 100 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

















