logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერი მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო
17:00 05.02.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად , სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ ეტაპზე, 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც ჯამში 42 ერთეულია.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ფაქტობრივად, ახალი ხიდების მშენებლობის პროექტი ხორციელდება, რადგან არსებული ხიდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სამუშაოები შარშან დაიწყო და მაისისთვის დასრულდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი ღირებულება დაახლოებით, რვა მილიონ ლარს შეადგენს. ტერიტორიის ორივე მხარე ყოველმხრივ მოწესრიგდება და თავისუფლად იქნება შესაძლებელი ავტომობილით გადაადგილება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში შალვა ოგბაიძე გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა