logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა
14:26 05.02.2019
უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 და 5 თებერვალს მოზარდებისთვის ტრენინგი „ჩვენი ინტერნეტი ჩვენი არჩევანია - ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა.

ერთდღიანი ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება 2 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებს და ასევე, რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ.
ტრენინგი, რომელიც პროცესში ბავშვების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს შემდეგი მიმართულებებით:
• კიბერბულინგი;
• ინფორმაციის წყაროს კრიტიკულად შეფასება;
• მშობელთან, მასწავლებელთან, უფროსთან კომუნიკაცია;
• პირადი მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტრენინგები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობით განახორციელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება კანონით განესაზღვრა და 2019 წლის განმავლობაში მოზარდებისთვის, განათლების სამინისტროსთან ერთად, კიდევ 5 უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მოზარდებში ისეთი აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:
• კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;
• მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;
• ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;
• ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში შესაძლო მონაწილეობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება;

მედიაწიგნიერების განვითარების მთავარი მიზანი არასრულწლოვნთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად თებერვლის პირველ სამშაბათს აღინიშნება. წელს, 5 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა