დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, ვანის ქუჩა N7-ის მცხოვრებ 8 ოჯახს საცხოვრებელი
ფართები საკუთრებაში გადაეცა.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მესაკუთრეებს თავად გადასცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, რაიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

















