logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბავშვის კოდექსი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას უზრუნველყოფს
სოფო კილაძე: ბავშვის კოდექსი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას უზრუნველყოფს
17:45 04.02.2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა , გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, დღეს საზოგადოებას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი წარუდგინა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი მექანიზმების არარსებობის კუთხით, საქართველოში სერიოზული გამოწვევებია. მისი თქმით, ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოში არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებითა და ,საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ბავშვის უფლებების რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. „მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება მოგვცემს დისკუსიის გაშლის საშუალებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, პარლამენტის სახელით შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ ბავშვთა კოდექსის პროექტის განხილვას დაეთმობა სათანადო ყურადღება. პარლამენტი ამ საკითხს მთელი გულისყურით მოეკიდება და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მომავალში უკეთ ვიზრუნოთ ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობას საქართველოში. მისი თქმით, კანონპროექტი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ საზოგადოების მხრიდან დადებითი ეფექტი მოჰყვეს და სწორად იყოს გააზრებული, რათა ბავშვთა მიმართ ძალადობა თავიდან იქნას აცილებული. „დარწმუნებული ვარ, ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული საქართველოში“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მან წარმოდგენილი კოდექსის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

თავის გამოსვლაში სოფო კილაძემ ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რამაც საბოლოოდ ბავშვის უფლებათა შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტის შექმნა განაპირობა. კომიტეტის თავჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებათა დაცვის იმ ძირითად ასპექტებზე, რასაც კოდექსის პროექტი არეგულირებს.

„ბავშვის კოდექსი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახებს, იმავდროულად ვზრუნავთ იმაზე, რომ სადაც ოჯახი ვერ ართმევს თავს ბავშვის კეთილდღეობას, იქ სახელმწიფომ იტვირთოს ეს ვალდებულება იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტში ბავშვი იყოს ბედნიერი. ჩვენ ამ რეფორმაზე უკვე თითქმის ორი წელია ვმუშაობთ. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ბატონმა ღასან ხალილმა ამ პროექტში თავისი დიდი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,“- აღნიშნა სოფო კილაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა შექმნილი დოკუმენტის საჭიროებაზე ისაუბრა, მათ შორის, UNICEF-ის მიერ განხორციელებული კვლევების კონტექსტში. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საქართველოს ჰქონოდა სპეციალური კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „2017 წელს იუნისეფმა ჩაატარა ეროვნული კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ანალიზი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 30-ზე მეტი კანონის ცვლილების და ბავშვის უფლებების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის შექმნის საჭიროება. მივესალმებით ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევას და განსაკუთრებით ვაფასებთ კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონ სოფიო კილაძის წამყვან როლს ამ პროცესში. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის პროექტის სრულყოფის და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით კოდექსის საბოლოო მიღებამდე,“-დასძინა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ბავშვის უფლებათა კოდექსი პარლამენტის ბიუროს 11 თებერვალს წარედგინება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა