2018 წელს დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში: საგზაო ინფრასტრუქტურა
მოწესრიგდა 76 681 კვ.მ ფართობზე. მიწისქვეშა კომუნიკაციას რეაბილიტაცია 25 მისამართზე ჩაუტარდა. გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 927 მისამართზე განხორციელდა. ასევე, რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 96 სკვერს.
4 მისამართზე განხორციელდა 47 ავტოფარეხის დემონტაჟი, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 სპორტულ მოედანს. საბავშვო გასართობი მოედანი 9 მისამართზე მოეწყო. ასევე, 15 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები. 23 მისამართზე კი უსაფრთხოების მოაჯირები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 148 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.
ჩატარდა 12 სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება;
2018 წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 12 890 000 ლარი დაიხარჯა.

















