დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 26 სექტემბერს 19:00 საათზე მუშთაიდის პარკში ახალი სასწავლო წლის
დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩემი უბანი“ გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფები „გამოუვალი მდგომარეობა“ და „ნიუტონი“, თბილისის ბიჭუნათა კაპელა, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბათილაშვილი და ზვიად ბოლქვაძე.
კონცერტის გარდა, მუშთაიდის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დასწრება თავისუფალია

















