დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მის მოვლა-პატრონობაში არსებულ სკვერებში საბავშო
გასართობი მოედნები მოაწყო.
ამ ეტაპზე მოედნები მოედნები ოთხ ლოკაციაზე მოეწო: აგლაძის ქუჩა N38-ში, წერეთლის გამზირის მე-2 კორპუსთან, ახმეტელის ქუჩა N8-ში დადიღმის მასივის მე-6 კვარტლის 5ა კორპუსთან.
ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე, დაიგო კაუჩუკის ფილები. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები.
დიდუბის რაიონის გამგეობა წლის განმავლობაში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობას რამდენიმე მისამართზე გეგმავს.

















