დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. რაიონის გამგეობის მიერ
2018 წლის I კვარტალში:
საგზაო ინფრასტრუქტურა 12 მისამართზე მოწესრიგდა;
9 მისამართზე წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდა;
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების 8 მოედანი;
საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა 4 მისამართზე;
მოეწყო 3 ახალი მოსასვენებელი სკვერი;
12 მისამართზე განხორციელდა სკვერების რეაბილიტაცია;
მოეწყო ერთი ახალი საკალათბურთო მოედანი;
5 მისამართზე დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები;
ერთ ლიფტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
4 მისამართზე მოეწყო ლითონის დამცავი მოაჯირი;
განხორციელდა 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, დიდუბის რაიონში ჩატარდა ჩატარდა ერთი კულტურული და სამი სპორტული ღონისძიება.
სოციალური პროექტების განყოფილების მიერ, I კვარტალში გაიცა 3 217 საგარანტიო წერილი. კერძოდ: გამოკვლევების დაფინანსება - 156 განაცხადი;
ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 141 განაცხადი;
მედიკამენტების დაფინანსება - 2830 განაცხადი;
ოპერაციების დაფინანსება - 108;
მკურნალობის დაფინანსება - 123;
ბინის ქირით უზრუნველყოფილია 60 ოჯახი.

















