ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, დიღმის მასივში, მოსახლეობის მოთხოვნით, უსაფრთხოების მოაჯირები
დამონტაჟდა. მოაჯირები დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-8 და მე-10 კორპუსებთან, ასევე, მე-4 კვარტლის 22-ე და მე-2 კვარტლის 7-ა კორპუსებთან დამონტაჟდა.
სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „რეალ ენერჯიმ“ შეასრულა.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირები ჯამში 23 მისამართზე დამონტაჟდება.

















