დიდუბის რაიონის გამგეობამ რონდელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასრულა.
3000 კვ მ ფართობზე კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული ასფალტის ფენა მოხსნა, ასევე განხორციელდა ამორტიზებული ტროტუარებისა და ბორდიურების დემონტაჟი.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო 2 ფენიანი ასფალტის საფარი და მოეწყო აზალტის ბორდიურები.
დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

















