დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტულ ცენტრში „იმედი“
რაიონული ტურნირი მინი ფეხბურთში, „დიდუბე 2018“ გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიდუბის რაიონში რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ( 18 წლის და ზემოთ ) რომელიც შექმნის გუნდს .
თითოეულ გუნდში ფეხბურთელების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მოთამაშეს და არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები.
ტურნირი წარიმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დადგენილი წესდების მიხედვით.

















