დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდგომ,
ასფალტის საფარს აწესრიგებს.
ამ ეტაპზე სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირის N69, 71, 73, 73ა და ბ-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და წყალარინების ქსელი შეიცვალა. ასევე, ასფალტის საფარი აკაკი წერეთლის გამზირის N88-ში და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-10 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ იგება.
დიდუბის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამუშაოები წერეთლის გამზირის N67-ში, დისევის ქუჩასა და თევდორე მღვდლის ქუჩის N53-ში დაიწყება.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დრო“ ახორციელებს.

















