ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობითმ, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში, სამეურნეო
ფართობებთან ხანძარი გაჩნდა.
დამწვარია ასწლოვანი ხეები და ბამბუკები.
სახანძრო-სამაშველო სამსახურების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობს ეკიდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

















