logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025“ პროექტს ეხმაურება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025“ პროექტს ეხმაურება
14:44 30.01.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2015“ პროექტთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს და დოკუმენტში გარკვეულ მიმართულებებზე მეტი სიცხადის უზრუნველყოფას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ გიორგი ლაბაძის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტი განსაზღვრავს დეცენტრალიზაციის ძირითად მიმართულებებს, რაც შემდეგი სახის ჩამონათვალს მოიცავს: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. სტრატეგიაზე საუბრისას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში, სრულფასოვნადაა წარმოდგენილი თვითმმართველობის განვითარებისთვის საჭირო მიმართულებები, თუმცა, მკაფიო პასუხია საჭირო, თუ რა საშუალებებით შეიძლება იყოს იგი მიღწეული.

დოკუმენტი საკმაოდ ფართოდ ეხმიანება სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ზრდის აუცილებლობას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თვითმმართველობის კოდექსის პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლება არ განიცდის უფლებამოსილებათა დეფიციტს, მაგრამ უმთავრეს პრობლემად, სწორედ ავტონომიურობის ნაკლები გააზრება და თვითმმართველობის ერთეულების ფინანსური პრობლემები რჩება.

მნიშვნელოვანია, ცენტრზე პოლიტიკური დამოკიდებულების ფაქტორის მოხსნა და ადგილობრივი საჭიროებებისთვის, თავისუფალ რეჟიმში თავის გართმევა. ამისათვის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა სწორედ ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება, რათა, მეტი თავისუფლება და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოამჟღავნოს პოლიტიკური ნება თვითმმართველობის ორგანოებისთვის, რეალური ავტონომიის გადაცემის მიზნით ისე, რომ პარალელურად შეძლოს ბალანსის დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროების გამოწვევებთან გასამკლავებლად.

გიორგი ლაბაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში მოქცეული უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების შესრულება, დაკავშირებულია ფინანსურ შესაძლებლობებთან. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში, ფართოდაა საუბარი თვითმმართველობის ორგანოების ფინანსების ზრდის საჭიროებაზე, თუმცა, არ კონკრეტდება, თუ საიდან შეიძლება იქნას მიღებული შესაბამისი ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, ფისკალური საკითხების მოწესრიგების ნაწილი ხასიათდება ბუნდოვანებითა და გაურკვევლობით. მნიშვნელოვანია, ამ ნაწილში უფრო მეტი სიცხადის შეტანა და აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებისას, საშუალოვადიანი სტრატეგიის პირობებში აუცილებელია:

• მოძიებული იქნას ფისკალურ ავტონომიასთან დაკავშირებული კონკრეტული გზები, რაც შეიძლება გამოხატული იქნას საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებაშიც;
• განისაზღვროს თვითმმართველობისთვის ფინანსების მოძიების საშუალებები, ცენტრალური ბიუჯეტისგან გვერდის ავლით;
• განმტკიცებული იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილება უნარიანობის შესაძლებლობები;
• გაუმჯობესებული იქნას გამჭვირვალე მმართველობის პრინციპი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის პირობებში;
• დაცული იქნას კანონიერების პრინციპის ფარგლები და მის უზრუნველსაყოფად, განხორციელდეს ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი.

ცნობისთვის; სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია 2018 წლის აგვისტიდან განიხილავს. ორგანიზაცია საკითხზე თავის ხედვას მთავრობას გადაუგზვანის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა