კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დღეს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რურუამ აღნიშნა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ასევე, დგინდება მისი გადახურვის დეტალები და ვადები.
„სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ჩამორჩენა არ გვაქვს. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტაძრის ნანგრევებად დატოვების უფლება არ გვქონდა. ამას ჩვენი ეკლესია და ხალხი ითხოვდა“ - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, ტაძრის რეაბილიტაციისთვის საუკუნოვანი გეგმა შემუშავდა, რომელიც ყველა კომპეტენტურმა ორგანიზაციამ მოიწონა.
კულტურის მინისტრის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მინისტრთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმაც დაათვალიერა.

















