logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საკუთარი მოხმარებისთვის სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან
საკუთარი მოხმარებისთვის სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან
15:43 24.01.2019
შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია შრომის სტატისტიკოსთა მე-19 საერთაშორისო კონფერენციაზე „შრომითი საქმიანობის, დასაქმებისა და არასრულად გამოყენებელი სამუშაო ძალის სტატისტიკის შესახებ“ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, საკუთარი მოხმარებისთვის მომუშავე თვითდასაქმებული (პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში) პირები დასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. 

მიმდინარე წლიდან საქსტატი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს შრომის სტატისტიკოსთა მე-19 კონფერენციაზე მიღებული სტანდარტების დანერგვის პროცესს. აღნიშნული გულისხმობს ცვლილებების შეტანას სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარებში, მათ სრულმასშთაბიან  ტესტირებას და მიღებული შედეგების საფუძველზე სამუშაო ძალის გამოკვლევაში ახალი საერთაშორისო სტანდარტების და შესაბამისი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებას.

საქსტატმა 2017 წლიდან სხვადასხვა ცვლილებები განახორციელა სამუშაო ძალის  გამოკვლევაში საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული მაჩვენებლების წარმოებისა და  არსებული მაჩვენებლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას გამოეყო სამუშაო ძალის მოდული და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, სრულმასშტაბიანი სამუშაო ძალის გამოკვლევა გაზრდილი შერჩევის ზომით და განახლებული კითხვარით და შერჩევის დიზაინით.

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოეწყო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. პრეზენტაცია აღნიშნულ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მთავარმა სტატისტიკოსმა კირან უოლშმა გააკეთა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა