ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი მსროლელეი ნინო სალუქვაძე და მოჭიდავე ვალერი ლიპარტელიანი იასპარეზებენ.
ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსროლელი ნინო სალუქავაძე დღეს სპორტული პისტოლეტით სროლის შეჯიბრში მიიღებს მონაწილებას.
სალუქვაძე ლონდონის ოლიმპიადაზე პნევმატური იარაღიდან მსროლელთა შეჯიბრშიც მონაწილეობდა, თუმცა, მან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა.
ქართველ ოლიმპიელთა ნაკრებში აცხადებენ, რომ ვალერი ლიპარტიალიანს მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.
ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ოქროს მედალი 20 წლის ძიუდოიტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

















