გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსმხარდაჭერით,ორგანიზაციის
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში,2018 წელს გამოცხადებულიკონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის - „სუფთა რეგიონი“ მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზესუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო დალამაზი აივანი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 333.
კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ, შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც.
კონკურსისგამარჯვებულებიგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისმინისტრისმოადგილეებმანინოთანდილაშვილმადაიურინოზაძემ, შვედეთისსრულუფლებიანმაელჩმასაქართველოშიულრიკტიდერსტრომმადასამინისტროსსისტემაშიშემავალმასხვაუწყებებისწარმომადგენლებმადააჯილდოვეს:
2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია - „სუფთარეგიონი“ კახეთისრეგიონი;
ნომინაცია- „სუფთაქალაქი“ - ქ. ზუგდიდი;
ნომინაცია - „სუფთამუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდისმუნიციპალიტეტი;
ნომინაცია - „სუფთასოფელი“ - სოფ. ჭორვილა (საჩხერე);
ნომინაცია - „ლამაზიაივანი“ - ფატმანგრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი);
ნომინაცია - „ლამაზიეზო“ - 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო”- აკაკი გედენიძე (ხონის მინიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” -ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო”-ღვინის კომპანია GWS (თელავი).
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

















