მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას
16:48 18.01.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში
ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სამინისტრო ამაზე იზრუნებს.
მისი თქმით, ცენტრალიზებულად პედაგოგების გადამზადება არასწორი მიდგომაა, სამინისტრო მათ საჭიროებებს ვერ განუსაზღვრავს, საჭიროებებს ისინი თავად უნდა განსაზღვრავდნენ, ხოლო სამინისტრო შესაბამის პირობებს უნდა უქმნიდეს და ეხმარებოდეს.
„ჩვენ არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავს, რომლებსაც ტრენინგებს ცენტრალიზებულად ვუტარებთ. შესაძლოა, უმეტესი მათგანისგან სამინისტრო თავად საჭიროებდეს გადამზადებას. საჭიროებები მათ თავად უნდა განსაზღვრონ და არა სამინისტრო უდგენდეს“ - აღნიშნა მინისტრმა.