განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა,
რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, ახალგაზრდების სტიმულირება მოხდეს და არ იყოს ბარიერები.
„აუცილებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, პროფესიაში ახალგაზრდა კადრები მოვიზიდოთ და არ შევუქმნათ მათ ბარიერები, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამისათვის სამინისტრო შესაბამის პირობებს შექმნის.

















