დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 13:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივანის, ლუბლიანას, ჭიაურელის, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენეგია 10-დან 15:00 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს, გორის, სამტრედიის, ვორონინის, სტანისლავსკის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შეზღუდვა 10-დან 16:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ძმები გარიშვილების, კაკაბაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, დვირის, ცოტნე დადიანის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში „ზღვისპირეთი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე კახიანის, ნოსტეს, ჩორდიშვილის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, უიარაღოს, ჩხიკვაძის, სანერგის, ცინცაძის, სააკაძის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, იმერეთის, დიდი ჯიხაიშის, მანჯგალაძის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე საათებში, შუქი აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, ჩეჩელაშვილის, მნათობის, დავითაშვილის, უზნაძის, დგებუაძის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის აბონენტებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 18:00 საათამდე ვარკეთილის მასივის X კვარტალს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, სიმონ ჩიქოვანის, იოსელიანის, ახალშენის, ჭილაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, აფაქიძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

















