ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ დროისთვის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება,
სადაც დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდები გადაიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში სამი არასრულწლოვანია მოთავსებული, თუმცა მინისტრის განცხადებით, კლინიკა კიდევ ერთ პაციენტს ელის.
ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
სერგეენკოს განცხადებით მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
ბუნებრივი აირის აფეთქებას დიღომში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

















