logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა
14:00 16.01.2019
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის შედეგები შეაჯამეს.
2018 წელს, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთა ჯგუფმა დასავლეთ საქართველოში თხილნარებისა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთების ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეისწავლა. სპეციალისტებმა ფერმერთა ნაკვეთებიდან მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით, შეწამლულ ბაღებში თხილის მოსავლის 84% საღია, თვითნებურად შეწამლულ ბაღებში - 22%, შეუწამლავ ბაღებში კი მხოლოდ 8%-ია საღი.

2018 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებებსა და თხილის ბაღების მავნებელი დაავადებებისგან დაცვის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა 48 ტრენინგი და 22 საველე დღე ჩაატარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში აზიური ფაროსანას ბიოაგენტის მოძიებაზე, ასევე, ბიოპრეპარატების გამოცდასა და მათი ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობენ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიცადა როგორც საზღვარგარეთ წარმოებული, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი 10-ზე მეტი ბიოპრეპარატი.

შეხვედრაზე 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც გამახვილდა ყურადღება. მეცნიერები აზიური ფაროსანას ბიოაგენტის ძიებას, ბიოპრეპარატების გამოცდასა და თხილის ბაღების ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლას აგრძელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულში მიმდინარეობს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და გამრავლება მოხდება.
შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია, აგრარული უნივერსიტეტის, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები და აგრარული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა