საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხვალიდან პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტრაციას იწყებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ, ვინც 2 აპრილიდან 17 ივნისამდე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირება ვერ შეძლო, 1-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მშობლებს 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით სკოლებში შეეძლებათ.

















