დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N6 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ორი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა.ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები,განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„ვფიქრობ, ძალიან ლამაზი დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოეწყო. დიდ დიღომში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მომავალშიცაქტიურად განვაგრძობთ“,-განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტი 184249 ლარით დაფინანსდა.

















