logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება
მამუკა ბახტაძე: მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება
00:45 01.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს:



"ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო!

გილოცავთ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის.

ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, - თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა - და - რაც შეიძლება მოკლე დროში.

2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა - სიღარიბე და მივაღწიოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს.
600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას.
დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მინდა, მივულოცო ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ განათლება იქნება მომავალ 2019 წელს ჩვენი უპირობო პრიორიტეტი.

განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის!"-ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა