საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგენიძემ გაეროს
გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გლობალური გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში, "მწვანე ეკონომიკის" თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს საშუალება მიეცათ მწვანე ეკონომიკის კონტექსტში გამოეხატათ პოზიციები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება.
შეხვედრაზე სიღარიბის აღმოფხვრის საკითხი და მასთან დაკავშირებული რისკები, ბიზნეს სექტორის როლი მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში კვლევების და ახალი ტექნოლოგიების წახალისების გზები განიხილეს.

















