logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისს სვანეთიდან თოვლის ბაბუა ესტუმრა
თბილისს სვანეთიდან თოვლის ბაბუა ესტუმრა
10:42 29.12.2018
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა.

საახალწლო სოფელში შეკრებილ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი სვანეთიდან ჩამოსულმა თოვლის ბაბუამ მიულოცა. თბილისს ესტუმრა სანტა-კლაუსიც, რომელიც საზეიმო ღონისძიებას სასტუმრო „რედისონის“ სახურავიდან შემოუერთდა.

ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

„დღეიდან ჩვენი საახალწლო, ჯადოსნური სოფელი გახსნილია. ჩვენ ვიხილეთ თოვლის ბაბუის ჩამობრძანება, ასევე, გვესტუმრა სანტა კლაუსი. ჩვენ მათ ავუშენეთ სპეციალური სახლი და საახალწლო სოფელში მოსულ პატარებს საშუალება ექნებათ, ფოტოები როგორც თოვლის ბაბუასთან, ისე სანტა კლაუსთან გადაიღონ. გარდა ამისა, საახალწლო სოფელში ყოველ დღე გაიმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება - კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. რაც მთავარია, აქ ძალიან სასიამოვნო განწყობაა. მინდა, ვისურვო, რომ 2019 წელს ყოველ დღე ასეთი განწყობა იყოს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სრულიად საქართველოში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ამ მიმართულებით, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და 2019 წელი მართლაც საუკეთესო იყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო სოფელში პატარების მხიარულ განწყობაზე ელფები და აკრობატები ზრუნავდნენ. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც შესრულდა.

ღონისძიების დასასრულს, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების ენერგიულ განწყობაზე ჯგუფმა „გუფი ლენდმა“ იზრუნა.

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დღეებში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, იქნება ყოველდღიური აქტივობები პატარებისთვის: საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინიავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად, გასტრონომიული მარკეტი, სახეზე მოხატვა.

ახალი წელი 2019 - პროგრამა

29 დეკემბერი
14:00 მაკნატუნების მარში
16:00 თოჯინების თეატრი
19:00 "თბილისის ბიგ-ბენდი" - კონცერტი
21:00 დიჯეი

30 დეკემბერი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“
17:00 მეკოს სტუდია (საბავშვო კონცერტი)
19:00 გიორგი მანაგაძის ბენდი - კონცერტი

31 დეკემბერი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“
23:00 საახალწლო გალა კონცერტი

1 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
16:00 ბასტი ბუბუს კონცერტი
21:00 ლევან მასპინძელაშვილის ბენდი - კონცერტი

2 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ეროვნული სასახლე - Teen Club
17:00 ანა-ბანა
19:00 ჯგუფი „ნიუტონი“ - კონცერტი
21:00 ფოლკლორის საღამო - კონცერტი
23:00 დიჯეი

3 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
16:30 ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი
19:00 ნიკა წერეთელი & ჯგუფი „ელარჯი“ - კონცერტი
21:00 Young Georgian Lolitaz - კონცერტი

4 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ბზიკების სტუდია (საბავშვო კონცერტი)
16:00 ეროვნული სასახლის ანსამბლი “მზიური” - დუბ დრაივი
21:00 რადიო - ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი

5 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ეროვნული სასახლის გაერთიანებული კონცერტი
18:00 პროექტი - “ მოგზაურობა წიგნებში“
21:00 გიორგი ცაგარელი / SvanSikh - კონცერტი
22:00 დიჯეი

6 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“
17:00 ჟოზეს შოუ
21:00 საშობაო სიმღერის გალა კონცერტი
22:00 დიჯეი

7 იანვარი
14:00 მაკნატუნების მარში
15:00 ჟოზეს შოუ (4 სთ)
17:00 მოძრაობის თეატრი
21:00 ქართული მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი"

13 იანვარი
21:00 ნინო ქათამაძე - ახალი საახალწლო პროგრამა



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა