logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ხმალაძე: სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებაზე აუქციონის ვადა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო პირველად შესატანი თანხა სამჯერ შემცირდა
ირაკლი ხმალაძე: სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებაზე აუქციონის ვადა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო პირველად შესატანი თანხა სამჯერ შემცირდა
22:01 28.12.2018
სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების თაობაზე დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ვადა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო პირველად შესატანი თანხა სამჯერ შემცირდა, რათა დაინტერესება გაიზარდოს და ვაჭრობა შედგეს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აუქციონთან დაკავშირებით მცდარი განცხადებები ვრცელდება, თუმცა, ერთი აუქციონის შედეგად სატრანსპორტო კომპანია იმ შემოსავალს მიიღებს, რაც 20 წლის განმავლობაში უნდა მიეღო.

„სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებაზე აუქციონი 20 წლის ვადით გამოვაცხადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში რა შემოსავალიც უნდა მიეღო სატრანსპორტო კომპანიას, ეს მთლიანად ერთიანი გაყიდვით უნდა მივიღოთ. სატრანსპორტო კომპანიისთვის ეს თანხები მნიშვნელოვანია, რამდენადაც ტრანსპორტის განვითარების კუთხით საკმაოდ აქტიური პერიოდი აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასწორი განცხადებები წავიკითხე, რომ თითქოს ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს. ეს არის ღია და გამჭვირვალე პროცესი და აქ არანაირი კითხვა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასდა.

„თანხების აუდიტირება მოხდა და რა ღირებულებაც აქვს, იმ ღირებულებით გამოცხადდააუქციონი, რომელიც 28 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ვინაიდან ვაჭრობა არ შედგა, ორი დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და აუქციონი იანვრის ბოლომდე გავაგრძელეთ. ასევე, პირველად შესატანი თანხის მოცულობა სამჯერ შემცირდა, რათა დაინტერესება მეტი იყოს და ვაჭრობაც შედგეს. ასევე, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ახალი წლის პერიოდია და ბიზნეს სექტორსაც მეტი მოსაფიქრებელი დრო ექნება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, პირველადი შენატანი 3 მილიონის ნაცვლად ერთი მილიონი ლარია.

„რაც შეეხება იმ თანხის რაოდენობას, რაც სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშზე უნდა შევიდეს - 12 მილიონ ლარს, ის არ შეიცლება. ეს არის საწყისი ღირებულება. აუქციონის მიზანი კი არის, რომ სატრანსპორტო კომპანიას სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა შესთავაზონ“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა